Accessibility links

logo-print

სერბიის პრემიერ-მინისტრი ვოისლავ კოშტუნიცა ორშაბათს


სერბიის პრემიერ-მინისტრი ვოისლავ კოშტუნიცა ორშაბათს პორტუგალიას ეწვევა

სერბიის პრემიერ-მინისტრი ვოისლავ კოშტუნიცა ორშაბათს პორტუგალიას ეწვევა
- ევროკავშირის ამჟამინდელ მორიგე ქვეყანას - კოსოვოს საკითხში სერბიისთვის მხარდაჭერის მოსაპოვებლად. სერბია მის შემადგენლობაში შემავალ პროვინცია კოსოვოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგია. სერბიის პოზიციის გამყარების მიზნითვე, საგარეო საქმეთა მინისტრი ვუკ იერემიჩი ლიუბლიანას, ვენას, მადრიდსა და ლისაბონს ეწვევა. ამ დიპლომატიური გააქტიურების ფონია რუსეთის მინიშნება, რომ შესაძლოა ვეტო გამოიყენოს გაეროს უშიშროების საბჭოში, რომლის დასავლელი წევრებიც კოსოვოსთვის შეზღუდული დამოუკიდებლობის მინიჭებას ემხრობიან.
XS
SM
MD
LG