Accessibility links

logo-print

ჩრდილოეთმა კორეამ დაადასტურა ცნობა მისი


ჩრდილოეთმა კორეამ დაადასტურა ცნობა მისი ბირთვული რეაქტორის დახურვის შესახებ.

ჩრდილოეთმა კორეამ დაადასტურა ცნობა მისი ბირთვული რეაქტორის დახურვის შესახებ.
ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რეაქტორი დაიხურა მას მერე, რაც ფხენიანმა, დახმარების სახით, ნავთობი მიიღო. ფხენიანმა გასულ კვირაში გაავრცელა განცხადება, რომ რეაქტორის დახურვის საკითხს განიხილავდა, როგორც კი სამხრეთ კორეისაგან მიიღებდა ნავთობის პირველ პარტიას თებერვალში მიღწეული შეთანხმების - დახმარება განიარაღების სანაცვლოდ - შესაბამისად. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის, სტივენ ჰედლის განცხადებით, იონგბიონის ატომური რეაქტორი, როგორც ჩანს, მართლაც დაიხურა. ამ ზომას დადებითი შეფასება მისცა რუსეთმაც.
XS
SM
MD
LG