Accessibility links

logo-print

ექსტრემისტების ძალადობამ პაკისტანში დღეს 40


ექსტრემისტების ძალადობამ პაკისტანში დღეს 40 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ექსტრემისტების ძალადობამ პაკისტანში დღეს 40 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
14 ადამიანი, მათ შორის გასამხედროებული შენაერთის 11 ჯარისკაცი მოკლეს ჩრდილო-დასავლეთში მდებარე პროვინციაში კოორდინირებული აფეთქებებისას. ისინი ორმა თვითმკვლელმა მოიერიშემ განახორციელა, იმავდროულად გზის პირას ჩადებული ბომბი აფეთქდა. რამდენიმე საათში თვითმკვლელმა მოიერიშემ თავი აიფეთქა პოლიციის რეკრუტირების ცენტრთან ქალაქ დერა ისმაილ ხანში, მოკლა 26 კაცი, უმეტესწილად ახალგაზრდა მამაკაცები. შინაგან საქმეთა მინისტრის ვარაუდით, ორი იერიში შესაძლოა იყოს ექსტრემისტების პასუხი ოპერაციაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ისლამაბადში, წითელ მეჩეთში გამაგრებულების წინააღმდეგ განხორციელდა. მაშინ, 10 ივლისს 75-მდე ექსტრემისტი იქნა მოკლული. იუწყებიან ასევე, რომ თალიბანის მხარდამჭერმა ექსტრემისტებმა ჩრდილოეთ ვაზირისტანის რეგიონში, რომელიც ავღანეთს ესაზღვრება, გააუქმეს სამშვიდობო შეთანხმება მთავრობასთან. მათ პაკისტანის ლიდერები შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს რეგიონში მეტი ჯარისკაცის განთავსების გამო.
XS
SM
MD
LG