Accessibility links

logo-print

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ეჰუდ ოლმერტმა


ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ეჰუდ ოლმერტმა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ეჰუდ ოლმერტმა
პალესტინელთა პრეზიდენტთან, მაჰმუდ აბასთან შეხვედრისას თქვა, რომ ისრაელი გაათავისუფლებს 250 პალესტინელ პატიმარს. განთავისუფლებულთა 85 პროცენტი აბასის “ფატაჰის” გაერთიანების წევრები არიან, დანარჩენი, სხვა, მცირე პალესტინური გაერთიანებებისა. “ჰამასის” წევრები განთავისუფლებულთა შორის არ იქნებიან. ოლმერტი და აბასი ერთმანეთს შეხვდნენ იერუსალიმში იმის ნიშნად, რომ ისრაელმა ზურგი გაუმაგროს პალესტინელთა ლიდერს და მთავრობას, რომელიც მან იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ჩამოაყალიბა ივნისში. ახალმა მთავრობამ შეცვალა წინა კაბინეტი, რომელსაც ისლამური შეირაღებული გაერთიანება “ჰამასი” თავმჯდომარეობდა მას მერე, რაც ძალით დაიკავა ღაზის სექტორი.
XS
SM
MD
LG