Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი ლონდონში რუსეთის საელჩოს ოთხ


ბრიტანეთი ლონდონში რუსეთის საელჩოს ოთხ დიპლომატს გააძევებს

ბრიტანეთი ლონდონში რუსეთის საელჩოს ოთხ დიპლომატს გააძევებს
ქვეყნიდან და შეწყვეტს ვიზების თაობაზე მოსკოვთან მოლაპარაკებას იმის საპასუხოდ, რომ რუსეთის უშიშროების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის ალექსანდერ ლიტვინენკოს მკვლელობის საქმეში მთავარი ეჭვმიტანილის ბრიტანეთისთვის გადაცემაზე რუსეთმა უარი თქვა. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ მილიბენდმა პარლამენტის წინაშე გამოსვლისას თქვა ეს დღეს. მისივე თანახმად, ბრიტანეთის მთავრობა არც ესწრაფვოდა და არც მიესალმება ამგვარ ზომებს, მაგრამ მას სხვა არჩევანი არ ჰქონდა. რუსეთმა დაუყოვნებლივ დაგმო გაძევება, როგორც ამორალური და განაცხადა, რომ ამ ნაბიჯს უპასუხებს.
XS
SM
MD
LG