Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის


დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ გრუშკომ განაცხადა,

დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ გრუშკომ განაცხადა,
რომ მოსკოვი საკადრის პასუხს გასცემს ლონდონის გადაწყვეტილებას ბრიტანეთიდან ოთხი დიპლომატის გაძევების თაობაზე. მისი თქმით, რუსეთის პასუხი მიზანმიმართული იქნება. მან დასძინა, რომ გათვალისწინებული იქნება რიგითი ადამიანებისა და ბიზნესმენების ინტერესები, მაგრამ დეტალებზე არ უსაუბრია. დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ დიპლომატების გაძევება გადაწყვიტა იმის საპასუხოდ, რომ რუსეთმა უარი თქვა მისთვის უშიშროების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის, ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობაში ეჭვმიტანილ ანდრეი ლუგოვოის გადაცემაზე. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ორშაბათს განაცხადა, რომ ბრიტანეთის მოქმედება ამორალურია და მას სერიოზული შედეგები მოჰყვება. ლუგოვოის ბრალად ედება გასულ წელს ლონდონში ლიტვინენკოს მოკვლა რადიოაქტიური ნივთიერებით.

XS
SM
MD
LG