Accessibility links

logo-print

“კურთხეული გაზაფხული”


გამოჩენილი რუსი კომპოზიტორი იგორ სტრავინსკი

წარსული საუკუნის მუსიკაში, გარკვეულწილად, ნიშნური ფიგურაა. “ სტრავინსკის შემოქმედება _ მე-20 საუკუნის სულისკვეთების უმაღლესი მუსიკალური გამოვლინებაა,” –წერდა ანა ახმატოვა. განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს კომპოზიტორის ნაწარმოებები დასავლეთში.Eეს არც არის გასაკვირი _ ცხოვრების უდიდესი ნაწილი ხელოვანმა ხომ საზღვარგარეთ, ემიგრაციაში, გაატარა. საბჭოთა კავშირში მისი ნაწარმოებების შესრულებაზე თავის დროზე ტაბუ იყო დადებული. დღემდე მუსიკის მოყვარულთა განსაკუთრებულ ინტერესს სტრავინსკის შემოქმედების ის პერიოდი იწვევს, როცა კომპოზიტორი, მე-20 საუკუნის დასაწყისში, საფრანგეთში მოღვაწე ე.წ. “რუსული ბალეტის” დასის ხელმძღვანელ გამოჩენილ ანტრეპრენიორ სერგეი დიაგილევთან თანამშრომლობდა. სტრავინსკის გენიალური ქმნილება, ბალეტი “კურთხეული გაზაფხული”, პირველად სწორედ დიაგილევის დასმა დადგა. ამ ნაწარმოებს საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს.Oორმოქმედებიანი ბალეტის ლიბრეტო სტრავინსკიმ ცნობილ მხატვარ ნიკოლაი რერიხთან ერთად შეადგინა. Eეს იყო წარმართული რუსეთის ცხოვრების სურათები - საბალეტო სანახაობაში გაცოცხლებული ლეგენდა იმის თაობაზე, თუ როგორ სწირავენ კერპს მსხვერპლად რჩეულ ქალიშვილს იმისთვის, რომ დედამიწა ზამთრის ძილიდან გამოვიდეს და ბუნება გამოცოცხლდეს. სამწუხაროდ, ბალეტის პრემიერა სკანდალით აღინიშნა, თუმცა ამ სკანდალს სტრავინსკის მუსიკასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა. საქმე ისაა,Mრომ თეატრალები სპექტაკლზე ბალეტის საყურებლად და არა მუსიკის მოსასმენად მოვიდნენ. ვაცლავ ნიჟინსკის ქორეოგრაფიამ მათ, ლამაზი სანახაობის ნაცვლად, მოცეკვავეების ხისტი, მოუქნელი მოძრაობები შესთავაზა. დარბაზში საშინელი ხმაური და სტვენა ატყდა, მუსიკას არავინ უსმენდა. მოგვიანებით ჟან კოქტო იხსენებდა, როგორ ყვიროდა გამძვინვარებული მოხუცი გრაფის ასული დე პურტალესი^: “პირველად სამოცი წლის მანძილზე მე დამცინეს!” მიუხედავად ასეთი დასაწყისისა, უკვე ერთი წლის შემდეგ, 1914_ში, კრიტიკოსებმა სტრავინსკის ქმნილება შედევრად აღიარეს. Mმომხდარი მეტამორფოზა ძნელად ასახსნელია, თუმცა უნდა ითქვას, რომ, ჯერ ერთი, მდიდარმა მეცენატებმა ცნობილNLდირიჟორ პიერ მონტეს, “კურთხეული გაზაფხულის” რეპეტიციათა რაოდენობის გაზრდის მიზნით, დიდი თანხა გამოუყვეს და, მეორეც, პრემიერისგან განსხვავებით, კონცერტზე არა ბალეტომანები, არამედ მუსიკის მოყვარულები მოვიდნენ.


მუსიკალური ჩანართი [ნაწყვეტს “კურთხეული გაზაფხულიდან” ასრულებს პეტერბურგის მარიას თეატრის ორკესტრი. დირიჟორი - ვალერი გერგიევი.]


სტრავინსკიმ რუსეთი 1913 წელს დატოვა. თავის დღიურებში კომპოზიტორი აღნიშნავდა, რომ სამშობლოდან წასვლის მიზეზი მისი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა იყო. რუსეთში მას არ ჰყავდა მსმენელი, ხოლოDდიდი ოჯახის _ მეუღლის და ოთხი შვილის - გამოსაკვებად მნიშვნელოვანი თანხა იყო საჭირო. საფრანგეთიდან კომპოზიტორმა მისწერა რერიხს, რომ პარიზში უფრო ადვილი იყო მუშაობა, რომ იყო შეკვეთები. “არადა, “კურთხეული გაზაფხული” სტრავინსკის სამშობლოში წარმატებით არ სარგებლობდა. Kკომპოზიტორის ნოვატორული მუსიკა რუსი მსმენელისთვის უჩვეულოდ ჟღერდა _ იმ დროს იქ ცნობილ კომპოზიტორ ალექსანდრ გლაზუნოვის მშრალი აკადემიზმი იყო გამეფებული. Uუნდა ითქვას, რომ გლაზუნოვი, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში პეტერბურგის კონსერვატორიის რექტორის პოსტი ეკავა, ახალგაზრდა კომპოზიტორის მიმართ საკმაოდ სკეპტიკურად იყო განწყობილი. სტრავინსკიმ მას არ აპატია ეს. როცა სიბერის ჟამს გლაზუნოვი პარიზში, ემიგრაციაში, აღმოჩნდა და, უსახსროდ დარჩენილმა, სტრავინსკისთან დაკავშირება სცადა, პასუხად ცივი უარი მიიღო.

Mმუსიკალური ჩანართი [ნაწყვეტს “კურთხეული გაზაფხულიდან” ასრულებს პეტერბურგის მარიას თეატრის ორკესტრი. დირიჟორი - ვალერი გერგიევი.]



“კურთხეული გაზაფხულის” წყაროები არქეოლოგიაში, ეთნოგრაფიაში, ხალხურ კულტურაშია დამალული. Nსაბალეტო სიუიტის მუსიკა გრძნობების, ვნებათა და შთაგონების აპოთეოზს წარმოადგენს. პირველად და უკანასკნელად შეიქმნა ნაწარმოები, რომელიც მთლიანად რუსულ ხალხურ მუსიკაზე იყო აგებული. თუმცა თვითონ სტრავინსკი, რომელიც საკმაოდ პარადოქსული აზროვნებით გამოირჩეოდა, სიცოცხლის ბოლომდე ირწმუნებოდა, “კურთხეულ გაზაფხულში” არც ერთი ხალხური თემა არ არის გამოყენებულიო.

მუსიკალური ჩანართი [ნაწყვეტს “კურთხეული გაზაფხულიდან” ასრულებს პეტერბურგის მარიას თეატრის ორკესტრი. დირიჟორი - ვალერი გერგიევი.]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG