Accessibility links

logo-print

ბრიტანეთის პოლიციის განცხადებით, მან გასულ


ბრიტანეთის პოლიციის განცხადებით, მან გასულ თვეში დააპატიმრა მამაკაცი, ეჭვმიტანილი ბორის ბერეზოვსკის მკვლელობის მზადებაში.

ბრიტანეთის პოლიციის განცხადებით, მან გასულ თვეში დააპატიმრა მამაკაცი, ეჭვმიტანილი ბორის ბერეზოვსკის მკვლელობის მზადებაში.
პოლიციის პრეს-მდივნის განცხადებით, მამაკაცი ლოდონში 21 ივნისს დააპატიმრეს და ორ დღეში ის საიმიგრაციო უწყებას გადასცეს. საქმე, როგორც ჩანს, უცხოელ ეჭვმიტანილს ეხება. დღესვე უფრო ადრე, ბერეზოვსკიმ, რომელიც პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ოპონენტია, ლონდონში პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ბრიტანეთის პოლიციამ ის ივნისში გააფრთხილა მისი მოკვლის გეგმის შესახებ და მას ბრიტანეთიდან დროებით გამგზავრებაც ურჩია. ბერეზოვსკის თქმით, 16 ივნისს ის ერთი კვირით გაემგზავრა ბრიტანეთიდან, სანამ პოლიციისაგან მიიღებდა ინფორმაციას, რომ საფრთხე აღკვეთილი იყო. ამ საქმის გამომზეურების ფონია ბრიტანეთსა და რუსეთს შორის მწვავე დაძაბულობა, რომელიც გასულ წელს ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობის საქმეს უკავშირდება.
XS
SM
MD
LG