Accessibility links

logo-print

გავრცელდა ვიდეოკადრები, რომლებიც ასახავს თუ


გავრცელდა ვიდეოკადრები, რომლებიც ასახავს თუ როგორ

გავრცელდა ვიდეოკადრები, რომლებიც ასახავს თუ როგორ
მიექანებოდა ბრაზილიის ავიახაზების თვითმფრინავი დიდი სიჩქარით დასაჯდომ ბილიკზე მანამდე, ვიდრე ის ანგარს შეეჯახებოდა და აფეთქდებოდა. შედეგად, ბრაზილიის ქალაქ სანპაულოში ოთხშაბათს თვითმფრინავის ბორტზე მყოფი 186 ადამიანი დაიღუპა. თვითმფრინავში მყოფთა გარდა, ინციდენტმა ასევე შეიწირა 3 ადამიანის სიცოცხლე. დაკარგულად მიიჩნევა 5 პიროვნება. კადრებიდან ჩანს, რომ პილოტი შეჯახებამდე ცდილობდა თვითმფრინავი ხელმეორედ აეფრინა სველი ბილიკიდან. სპეციალისტები კარგა ხანია საუბრობდნენ მოსალოდნელ საფრთხეზე, რადგანაც აეროპორტის ასაფრენი და დასაჯდომი ბილიკები მეტისმეტად მოკლეა და წვიმის დროს მათ ზედაპირზე წყალი გროვდება.
XS
SM
MD
LG