Accessibility links

მოელიან, რომ ირანის სახელმწიფო ტელევიზია


მოელიან, რომ ირანის სახელმწიფო ტელევიზია დღეს გააგრძელებს ვიდეოჩანაწერის ჩვენებას, რომელზეც

მოელიან, რომ ირანის სახელმწიფო ტელევიზია დღეს გააგრძელებს ვიდეოჩანაწერის ჩვენებას, რომელზეც
2 ეჭვმიტანილი საუბრობს. ოთხშაბათს ტელევიზიამ აჩვენა კადრები, სადაც ეჭვმიტანილები თეირანის წინააღმდეგ მიმართულ საქმიანობას აღიარებენ. ორივე მათგანს ორმაგი მოქალაქეობა აქვს. ისინი ამერიკის შეერთებული შტატებისა და ირანის მოქალაქეები არიან. ხალე ესფანდიარი ვაშინგტონში, ვუდრო ვილსონის საერთაშორისო ცენტრში მუშაობდა, კიან ტაჯბახში კი – ღია საზოგადოების ამერიკულ ინსტიტუტში. ისინი თეირანის ციხეში იმყოფებიან. ირანის ხელისუფლება მათ შპიონაჟში სდებს ბრალს.
XS
SM
MD
LG