Accessibility links

logo-print

ქართული პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა


,,საქართველოს ქონებას რუსები ებატონებიან” ამ სათაურით აქვეყნებს პუბლიკაციას, ორშაბათს გაზეთი კვირის პალიტრა,

რომელშიც აფხაზეთში გაყიდული ქონების ნუსხაა მოტანილი. ციტატა პუბლიკაციიდან: ,,ჩვენ ხელთ ჩაგვივადა ნახევრად საიდუმლო ინფორმაცია, იმ სასტუმროებისა და პანსიონატების ნუსხა, რომელიც რუსულმა კომპანიებმა ბოლო ორი თვის განმავლობაში შეიძინეს” - წერს გაზეთი ,,კვირის პალიტრა”.

სამშაბათის ” რეზონანსი” ოპოზიციის საარჩევნო მოთხოვნებს ეხმაურება, და აღნიშნავს, რომ მათი მოთხოვნით, ამომრჩეველმა ხმა უნდა მისცეს არა ერთიან პარტიულ ჯგუფს, არამედ ცალკეულ კანდიდატებს, ამასთან, მანდატები საუკეთესო შედეგების მქონე იმდენ კანდიდატს უნდა ერგოს, რამდენი მანდატიცაა განაწილებული შესაბამის ოლქში.

”ნატო და რუსეთი საქართველოს გავლენის ზონებად დაყოფენ? ” - ამგვარ კითხვას შეიცავს სამშაბათს გაზეთ ახალ თაობაში გამოყვეყნებული სტატიის სათაური, რომელშიც საუბარია იმაზე, თუ რა ზიანს მოუტანს საქართველოს ნატოში დაწევრიანება. ამ პუბლიკაციაში ეროვნული ფორუმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ნატოში გაწევრიანებით საქართველოს გავლენის ზონებად დაყოფა ემუქრება, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის ჯარები იდგებიან, დანარჩენ ტერიტორიაზე კი - ნატოს ჯარები. ”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში კახა შარტავა და გუბაზ სანიკიძე ქვეყნის ღალატად მიიჩნევენ მათ მცდელობას, ვინც საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ქვეყნის უმთავრეს ამოცანად მიიჩნევს.

ოთხშაბათს, მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმა, სპეციალური სახელმწიფო კომისიის შექმნა მოითხოვა, რომელიც საქართველოს შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთისათვის ფართო ავტონომიური სტატუსის განსაზღვრაზე იმუშავებს.

”საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარების გზაზე”,- ვკითხულობთ ხუთშაბათის 24 საათში. პუბლიკაციაში საუბარია ყოფილი სამხრეთი ოსეთის ავტონომიური ოლქის სტატუსზე სამუშაოდ- სახელმწიფო კომისიის შექმნის თაობაზე. ციტატა პუბლიკაციიდან: ”როგორც ირკვევა, სპეციალურ სახელმწიფო კომისიას მუშაობის დაწყება ნულიდან არ მოუწევს: ქვეყნის ლიდერის განცხადებით, სახელმწიფო კანცელარიაში უკვე შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც ცხინვალის საკითხზე მუშაობს და დროებით ადმინისტრაციასთან მართავს მოლაპარაკებებს” - ვკითხულობთ გაზეთ ”24 საათში”.

პარასკევს პრესა ხელისუფლებაში უახლესი საკადრო ცვლილებების შესახებ წერდა. გაზეთი ”რეზონანსი” ერთ სტატიას კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის შეცვლას უძღვნის, მეორეს კი - თავდაცვის მინისტრის მოადგილის გადადგომას.
გაზეთთან საუბარში მერაბ ანთაძისა და ახლა უკვე დავით ბაქრაძის წინამორბედი , გოგა ხაინდრავა ამბობს: ”მინისტრის თანამდებობა გულისხმობს თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობებს. ეს კი მერაბ ანთაძეს არ ჰქონდა. თუ გადავხედავთ სტატისტიკას, მე ცხინვალში ასჯერ ვიყავი, ის კი - ორჯერ. ეს მიუთითებს იმაზე, რომ იგი იზღუდებოდა. მას არ უნდოდა კონფლიქტების მოგვარება? უნდოდა, მაგრამ რატომღაც არ გამოსდიოდა. აქ რაღაცა სხვა ამბავი უნდა იყოს”, - აღნიშნავს გოგა ხაინდრავა, გაზეთ ”რეზონანსისათვის მიცემულ კომენტარში.

გაზეთი ”ახალი თაობა” კი ამ საკადრო ცვლილებასთან დაკავშირებით შემდეგ კომენტარს სთავაზობს მკითხველს: ,,რას ველოდოთ ბაქრაძისგან? ბაქრაძისგან არაფერს, რადგან, მას მონაწილეობა აქვს მიღებული სანაკოევის ადმინისტრაციის შექმნაში და შესაბამისად, თავად არის მოტივირებული იკონტაქტოს არა კოკოითთან, არამედ ქურთაში მჯდომ და ოციოდე ოსის მხარდაჭერით გაძლიერებულ ფიგურასთან, რომელსაც ცხინვალელი ოსების უდიდესი უმრავლესობა ერის მოღალატედ მიიჩნევს”, - ვკითხულობთ 20 ივლისის ახალ თაობაში. იმავე ნომერში ”ახალი თაობა”, თავდაცვის მინისტრის მოადგილის გადადგომასაც ეხება: ”მინასავით გამჭვირვალე თავდაცვის სამინისტროში გუშინ ერთი საინტერესო ამბავი მოხდა, რომელმაც დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სამხედრო უწყებიდან ირაკლი ოქრუაშვილის კადრებს ათავისუფლებენ”, - წერს გაზეთი ”ახალი თაობა”

,,გუშინ თაბუკაშვილის # 50-ში მცხოვრებლებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს ეს გადაწყვეტილება კი მას შემდეგ მიიღეს რაც მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მათი სახლის დემონტაჟი ისე დაიწყო, რომ ნივთების გამოტანის საშუალებაც არ მისცა. _ ეს ციტატა გაზეთ 24 საათის შაბათის ნომრის პუბლიკაციიდან გახლავთ, რომელსაც ასეთი სათაური აქვს: ,,უსახლკაროთა სახლი”.

შაბათს ამ მოვლენას ყველა გაზეთი ეხმიანებოდა და აშენებული სახლის დემონტაჟის პრობლემაზე და იქ მცხოვრებთა ბედის შესახებ წერდა. ,,დარბევა თაბუკაშვილის ქუჩაზე!”, ამ სათაურით ქვეყნდება სტატია გაზეთ ,,ახალ თაობაში” ქვესათაურში კი გაზეთი მკითხველს მიმართავს - ,, ქართველებო დაიცავით ერთმანეთი”. გაზეთში მოტანილია სახლის ბინადართა კომენტარები, რომლებიც აცხადებენ, რომ დემონტაჟი ისე დაიწყო, რომ მათთვის არაფერი უცნობებიათ, ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე დავით ავალიანი კი აცხადებს, რომ მათ საგანგებო უწყება წინა დღით მიიღეს და შენობა უნდა დაეტოვებინათ. ,,ავალიანი აცხადებს, რომ შენობა ექსპლოატაციაში მიღებული არ არის და კორპუსი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაინგრეს.

,,მერიამ კერძო მესაკუთრეებს თავზე გადაუარა”, წერს შაბათს გაზეთი რეზონანსი. ამავე პუბლიკაციიდან ვიგებთ, რომ ,,საქალაქო სამსახურის ინფორმაციით კორპუსში მცხოვრები მოსახლეობის ის კატეგორია, ვისაც ბინა გარემონტებული აქვს კვ მეტრზე 1500 დოლარს, ხოლოგასარემონტებელი ბინის მესაკუთრე 1 კვადრატულ მეტრზე - 1200 დოლარს მიიღებს.” - აღნიშნულია გაზეთ რეზონანსში.

გაზეთი ალია კი მერიის საიდუმლო დოკუმენტის არსებობაზე წერს, რომელშიც სავარაუდოდ პასუხი უნდა იყოს გაზეთისავე კითხვაზე: - რომელ 70 კორპუსს დაანგრევენ თაბუკაშვილის 13-სართულიანი ბინის შემდეგ?” - ვკითხულობთ შაბათის ალიაში.
XS
SM
MD
LG