Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

21 ივლისს ბაღდადში განხორციელებული ტერორისტული


21 ივლისს ბაღდადში განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად, სულ ცოტა, 5 ადამიანი დაიღუპა და კიდევ

21 ივლისს ბაღდადში განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად, სულ ცოტა, 5 ადამიანი დაიღუპა და კიდევ
11 – დაიჭრა. ბომბი ავტობუსში აფეთქდა. ამერიკის სარდლობის ცნობით, საჰაერო თავდასხმის შედეგად, ჩრდილო-აღმოსავლეთ ბაღდადში 6 ამბოხებული დაიღუპა. თუმცა ერაყის ხელისუფლება და მსხვერპლთა ოჯახების წევრები ავრცელებენ ცნობას, რომ შეტევას 18 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლეც შეეწირა. გავრცელდა ცნობა შიიტების სულიერი ლიდერის აიათოლა ალი სისტანის მრჩევლის მოკვლის შესახებაც. აბდულა ფალაკი ნაჯაფში, საკუთარ ოფისში მოკლეს. გასულ თვეში სისტანის კიდევ ერთი მრჩეველი მოკლეს. 21 ივლისს ერაყში ერთი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა. ომის დაწყების შემდეგ, 2003 წლის მარტიდან, ერაყში 3630 ამერიკელი ჯარისკაცი მოკლეს.
XS
SM
MD
LG