Accessibility links

logo-print

ავღანეთის ხელისუფლება უარყოფს თალიბანის მებრძოლების


ავღანეთის ხელისუფლება უარყოფს თალიბანის მებრძოლების მიერ გერმანელი მძევლების მოკვლის ფაქტს.

ავღანეთის ხელისუფლება უარყოფს თალიბანის მებრძოლების მიერ გერმანელი მძევლების მოკვლის ფაქტს.
ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2-დან ერთი მძევალი გულის შეტევით გარდაიცვალა, ხოლო მეორე კვლავაც ცოცხალია. ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენლები მის გამოხსნას ცდილობენ. თალიბების მიერ გავრცელებული ცნობით კი, გერმანელი მძევლები მოკლეს. მკვლელობის მიზეზად მეამბოხეების მიერ წამოყენებული მოთხოვნების შეუსრულებლობა სახელდება. მძევლების გამოშვების სანაცვლოდ მეამბოხეები ითხოვდნენ გერმანიის სამხედრო შენაერთების სასწრაფოდ გაყვანას ავღანეთიდან და პატიმარი თალიბების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. როგორც დაჯგუფების წარმომადგენელმა "რადიო თავისუფლების" ავღანურ სამსახურს უთხრა, გერმანიის ხელისუფლებამ უარი თქვა, ხოლო ავღანეთის ხელისუფლება მათ საერთოდ არ გამოეხმაურა. თალიბები მოკვლით ემუქრებიან სამხრეთ კორეის იმ 23 მოქალაქეს, რომლებიც 19 ივლისს გაიტაცეს. სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ 21 ივლისს გამოთქვა მზადყოფნა ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აწარმოოს თალიბანის დაჯგუფებასთან. რაც შეეხება სამხედრო კონტიგენტის ავღანეთიდან გაყვანას, სამხრეთ კორეა ამას წლის ბოლოსთვის გეგმავს.
XS
SM
MD
LG