Accessibility links

logo-print

თალიბებმა ერთი დღე-ღამით გააგრძელეს ულტიმატუმი.


თალიბებმა ერთი დღე-ღამით გააგრძელეს ულტიმატუმი.

თალიბებმა ერთი დღე-ღამით გააგრძელეს ულტიმატუმი.
თალიბები, რომელთაც ქაბულის სამხრეთით მძევლად ჰყავთ აყვანილი 23 სამხრეთ კორეელი, კვლავაც იმუქრებიან, რომ მოკლავენ მძევლებს, თუკი ავღანეთის ციხეებიდან არ გაათავისუფლებენ მათ თანამებრძოლებს. ისინი ასევე მოითხოვენ, სამხრეთ კორეამ ავღანეთის ტერიტორიიდან გაიყვანოს თავისი სამხედრო ინჟინრები და მედიკოსები. ადგილობრივი უხუცესები მოლაპარაკებებს აწარმოებენ თალიბებთან. დღეს ავღანეთში ჩავიდა სამხრეთ კორეის მაღალი რანგის დელეგაცია, რომელიც პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის შეხვდა. მოლაპარაკებები მძევალთა კრიზისს ეხებოდა.

XS
SM
MD
LG