Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ბაღდადში გაიმართა მოლაპარაკებები შეერთებული


დღეს ბაღდადში გაიმართა მოლაპარაკებები შეერთებული შტატებისა და ირანის.

დღეს ბაღდადში გაიმართა მოლაპარაკებები შეერთებული შტატებისა და ირანის.
დელეგაციებს ბაღდადში შეერთებული შტატებისა და ირანის ელჩები ხელმძღვანელობენ. ამერიკის ელჩმა რაიენ კროკერმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები შეშფოთებულია, რომ ირანმა გააძლიერა ერაყში მოქმედი მეამბოხეებისთვის დახმარების აღმოჩენა. ირანის მხარემ განაცხადა, რომ ერაყში ძალადობის მთავარი მიზეზია ქვეყანაში კოალიციის ჯარების ყოფნა შეერთებული შტატების მეთაურობით. მოლაპარაკებებამდე ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური ალ მალიქიმ ვაშინგტონსა და თეირანს მოუწოდა, ხელი შეუწყონ ერაყის სტაბილურობას. რაიან კროკერისა და მისი ირანელი კოლეგის, ჰასან კაზემი-ყომის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი მაისში გაიმართა. ეს ორ ქვეყანას შორის უმაღლესი დონის შეხვედრა იყო 1980 წლის შემდეგ.
XS
SM
MD
LG