Accessibility links

logo-print

დღეს ქაბულში გაიმართა ავღანეთის ყოფილი


დღეს ქაბულში გაიმართა ავღანეთის ყოფილი მეფის, მუჰამად ზაჰირ-შაჰის დაკრძალვის ცერემონია.

დღეს ქაბულში გაიმართა ავღანეთის ყოფილი მეფის, მუჰამად ზაჰირ-შაჰის დაკრძალვის ცერემონია.
ცერემონიას ავღანეთის და უცხოელი ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. ყოფილი მეფე დაკრძალეს ქაბულის მახლობლად მდებარე აკლდამაში, სადაც სამეფო ოჯახის სხვა წევრებიც განისვენებენ. მუჰამად ზაჰირ-შაჰი ორშაბათს გარდაიცვალა 92 წლის ასაკში. იგი ავღანეთს მართავდა 1933 წლიდან, 40 წლის წინ ჩამოაგდეს ტახტიდან და დევნილებაში ცხოვრობდა იტალიაში. 2002 წელს, თალიბანის რეჟიმის დამხობის შემდეგ, ზაჰირ-შაჰი სამშობლოში დაბრუნდა. ავღანეთში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

XS
SM
MD
LG