Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთის ხელისუფლება იტყობინება, რომ დაკავებულია


ესპანეთის ხელისუფლება იტყობინება, რომ დაკავებულია უშიშროების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი,

ესპანეთის ხელისუფლება იტყობინება, რომ დაკავებულია უშიშროების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი,
რობერტო ფლორეს გარსია, რომელიც უცხო ქვეყნისთვის ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. როგორც დაზვერვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ალბერტო საისმა განაცხადა, დაკავებული პირი საიდუმლო ინფორმაციას გადასცემდა სხვა ქვეყანას. მას არ დაუზუსტებია, რომელ ქვეყანაზეა ლაპარაკი, მაგრამ ესპანეთის რადიოს ცნობით, ეს რუსეთია. კერძოდ, საისმა აღნიშნა, რომ დაკავებულმა 2001-2004 წლებში ესპანეთის სპეცსამსახურების ათობით აგენტის ვინაობა გაამჟღავნა. გარსიას 12 წლით პატიმრობა ემუქრება.
XS
SM
MD
LG