Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში თალიბთა პრეს-მდივნის განცხადებით, გასულ


ავღანეთში თალიბთა პრეს-მდივნის განცხადებით, გასულ კვირაში შეპყრობილი 23 სამხრეთკორეელიდან ერთ-ერთი მოკლეს.

ავღანეთში თალიბთა პრეს-მდივნის განცხადებით, გასულ კვირაში შეპყრობილი 23 სამხრეთკორეელიდან ერთ-ერთი მოკლეს.
ამ შინაარსის განცხადება თალიბთა პრეს-მდივანმა ყარი მოჰამად იუსეფ აჰმადიმ ჩვენი რადიოს ავღანურ სამსახურთან სატელეფონო საუბარში გააკეთა და დაიმუქრა მეტი მძევლის მოკვლით, თუ ავღანეთის მთავრობა არ შეასრულებს თალიბანის მოთხოვნას თალიბი პატიმრების განთავისუფლების შესახებ. ავღანელმა ოფიციალურმა პირმა დღეს საფრანგეთის საინფორმაციო სააგენტო "ფრანს-პრესთან" ინტერვიუში დაადასტურა სამხრეთკორეელი მძევლის მოკვლის შესახებ ცნობა. სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტომ კი გაავრცელა ანონიმური წყაროსაგან - სააგენტოს ცნობით, სამხრეთ კორეის მთავრობის წარმომადგენლისაგან - მიღებული ინფორმაცია, რომ მძევლებიდან 8 ადამიანი უკვე განთავისუფლებულია. სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ოფისს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია.
XS
SM
MD
LG