Accessibility links

logo-print

ამერიკულმა ტელეკომპანია სი-ბი-ეს-მა და ბრიტანულმა


ამერიკულმა ტელეკომპანია სი-ბი-ეს-მა და ბრიტანულმა ბი-ბი-სიმ განაცხადეს, რომ ფლობენ სამხრეთ კორეელი მძევალი ქალის სატელეფონო საუბრის ჩანაწრეს

ამერიკულმა ტელეკომპანია სი-ბი-ეს-მა და ბრიტანულმა ბი-ბი-სიმ განაცხადეს, რომ ფლობენ სამხრეთ კორეელი მძევალი ქალის სატელეფონო საუბრის ჩანაწრეს
. მძევალი ითხოვს შველას და ამბობს, რომ ყველა მძევალი ავადაა. საუბრის ჩაწერა თალიბთა ერთ-ერთი მეთაურის თანხმობით მოხდა. ავღანეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თალიბებმა 27 ივლისის დილამდე გადაწიეს 22 სამხრეთკორეელი მძევლების გათვისუფლებაზე, მოლაპარაკების დაწყების ვადა. სამხრეთ კორეამ ავღანეთში გაგზავნა ქვეყნის პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ბაეკ იონგ-ჩუნი, რომელმაც კორეელი მძევლის სიკვდილით დასჯას „უპატიებელი მხეცობა“ უწოდა. თუმცა, განაცხადა, რომ მძევლების ყოველგვარი ძალადობრივი გზით გათავისუფლების წინააღდეგია. თალიბთა ოფიციალური წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ 22 მძევლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
XS
SM
MD
LG