Accessibility links

logo-print

ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭომ განიხილა


ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭომ განიხილა გენერალური მდივნის შუალედური მოხსენება აფხაზეთში, საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ

ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭომ განიხილა გენერალური მდივნის შუალედური მოხსენება აფხაზეთში, საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ
ტექსტში, რომელიც განხილვამდე რამდენიმე დღით ადერ გამოქვეყნდა, გაეროს გენერალური მდივანი მოუწოდებს საქართველოს დახუროს პატრიოტთა ბანაკი განმუხურში. ბან კი მუნი ასევე მიესალმა 11 მარტის ზემო აფხაზეთის სარაკეტო დაბომბის შემსწავლელი ერთობლივი კომისიის დასკვნას. თუმცა საქართველოს წარმომადგენელმა გაეროში ირაკლი ალსანიამ განაცხადა, რომ საქართველოს სურს, რომ გამოძიება გაგრძელდეს. [ირაკლი ალასანია] “საქართველოს დელეგაციამ თავდასხმის თაობაზე საკუთარი პოზიცია წარმოადგინა. ჩვენი შეფასებით, ეს იყო მტრული საომარი აქტი საქართველოს წინააღმდეგ და ჩვენ გვსურს, რომ გაგძძელდეს გამოძიება და პასუხი გაეცესს ყველა ღიად დატოვებულ შეკითხვას. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მხარეს, რომ სრულად ითანამშრომლოს გამოძიებასთან.” განაცხადა ნიუ-იორკში საქართველოს საგანგებო წარმომადგენელმა გაეროში ირაკლი ალასანიამ.
XS
SM
MD
LG