Accessibility links

logo-print

ეუთო დამატებით ინფორმაციას ავრცელებს ''ინტერნეტის მართვის'' შესახებ ანგარიშთან დაკავშირებით


პუბლიკაცია, რომელზეც ახლა გიამბობთ, მისივე ავტორების განცხადებით, ძნელი მოსამზადებელი იყო: საამისოდ საჭირო იყო შეგესწავლა მედიუმი, რომელიც განუწყვეტლივ იცვლება.

ეს, განუწყვეტლივ ცვალებადი მედიუმი ინტერნეტია - გლობალური საინფორმაციო სივრცე. მის შესახებ პუბლიკაცია კი ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ, ეუთომ გამოაქვეყნა. “ინტერნეტის მართვა” ასე ეწოდება პუბლიკაციას და მასში რამდენიმე გვერდი საქართველოსაც ეთმობა. თუმცა, ჯერ ზოგადი ინფორმაცია ეუთოს მიერ ჩატარებული გამოკვლევის შესახებ.

გამოკვლევა ინტერნეტის განვითარების ერთ კონკრეტულ მომენტს ასახავს- ამ მომენტში კი საგულისხმოა შეკითხვა, ესაჭიროება თუ არა საერთოდ მართვა ინტერნეტს, რომელიც ოფიციალურ ჩარჩოებს მიღმა განვითარდა? თუ ესაჭიროება, რა ფორმით? მართვის ოფიციალური სტრუქტურებია საჭირო თუ არაოფიციალურს დავჯერდეთ - ინტერნეტით მოსარგებლეების მიერ შემუშავებულ წესებს?

ეუთოს გამოკვლევის ავტორების ინფორმაციით, ამჟამად ათზე მეტი ორგანიზაცია (მათ შორის ევროსაბჭო, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირი, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია) მუშაობს ინტერნეტის მართვის წესებზე. საქმე ეხება გლობალური საინფორმაციო სივრცის ისეთ სფეროებს, როგორიცაა უსაფრთხოება, ინფრასტრუქტურა, იურისდიქცია და ა.შ

მაგრამ ზემოხსენებული ორგანიზაციები ცალ-ცალკე მუშაობენ, კოორდინაციის გარეშე, რის გამოც საქმეში გაერო ჩაერია - ძალისმხევის ჰარმონიზაციის მიზნით. ამ საქმე ემსახურება ინტერნეტის მართვის ფორუმი.

თუმცა, რას ნიშნავს მართვა? მართვა შეიძლება, რეგულაციას ნიშნავდეს, დაცვას, შეიძლება ცენზურას...
როგორც პუბლიკაციასთან დაკავშირებით აღნიშნავს ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში, მიკლოშ ჰარასტი, საინფორმაციო სივრცეში აზრის გამოთქვა არასდროს ყოფილა ისე ადვილი, როგორც ინტერნეტშია. მაგრამ ამის თანმდევი პროცესია შეზღუდვის მატება. ეუთოს წევრი 56 სახელმწიფოდან ცენზურის ბრალდებას არც ერთს არ უყენებენ, თუმცა ექსპერტების შეფასებით, ზოგან მეტისმეტად მკაცრი კანონებია მიღებული ინტერნეტის შესაზღუდად.

კრიტიკა დაიმსახურა, მაგალითად, ყაზახეთმა - ეუთოს პუბლიკაციაში როგორც ვკითხულობთ, ინტერნეტისადმი ყაზახ ხელისუფალთა დამოკიდებულებამ შექმნა გარემო, როცა კრიტიკულად მოაზროვნე ნებისმიერი პირი, ორგანიზაცია, ან მთელი ქვეყანა შეიძლება “სახელმწიფოს მტრად” გამოცხადდეს. პუბლიკაცია მოიცავს ასევე სტატიბს გერმანიაში, საფრანგეთში, ლატვიაში, საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ.

საქართველოს რაც შეეხება, ეუთომ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გაავრცელმა საგანგებო განცხადება, რომელშიც აღნიშნავს, რომ მის შესახებ ანგარიში მასმედიაში ნაწილობრივ არასწორად გაშუქდა, რომ შეიქმნა შთაბეჭდილება, თითქოს საქართველოში განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყოს ვითარება ინტერნეტის მართვის თვალსაზრისით, რაც ასე არ არის. მთლიანობაში, როგორც საქართველოს შესახებ სტატიაშია ნათქვამი (მისი ავტორია იურისტი ანა დოლიძე) მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია საერთაშორისო სტადნარტებთან შესაბამისობაში ყოფნის თვალსაზრისით.

ეუთოს პუბლიკაციის შესახებ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა მაშინაც, როცა ითქვა, რომ რამდენიმე სახელმწიფო ინტერნეტზე ცენზურის დაწესებაშია დადანაშაულებული და რომ ანგარიშში ნახსენებია ბელორუსია, უზბეკეთი - სინამდვილეში ამ ქვეყნებზე ინტერნეტის მართვის შესახებ ანგარიშში ლაპარაკი არ არის! ლაპარაკი არ არის არც ჩინეთზე და მალაიზიაზე.
XS
SM
MD
LG