Accessibility links

logo-print

მოსკოვი და მინსკი ვერ შეთანხმდნენ


მოსკოვი და მინსკი ვერ შეთანხმდნენ რუსეთის ენერგომატარებლებისთვის

მოსკოვი და მინსკი ვერ შეთანხმდნენ რუსეთის ენერგომატარებლებისთვის
ბელორუსიის ვალის რესტრუქტურიზაციის თაობაზე. ორშაბათს გამართულ შეხვედრაზე რუსეთისა და ბელორუსიის პრემიერ-მინისტრები - მიხაილ ფრადკოვი და სერგეი სიდორსკი - შეთანხმდნენ გააგრძელონ მოლაპარაკებები, მაგრამ კონკრეტული თარიღი არ დაუთქვამთ. ბელორუსიის ხელისუფლება მილიარდანხევარი დოლარის ოდენობის კრედიტს ითხოვს. მინსკს მას შემდეგ შეექმნა პრობლემები, რაც რუსეთმა მიმდინარე წლის დამდეგს თითქმის ორნახევარჯერ გაზარდა გაზის ფასები.
XS
SM
MD
LG