Accessibility links

logo-print

დღეს დილით 89 წლის ასაკში


დღეს დილით 89 წლის ასაკში გარდაიცვალა თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი კინოხელოვანი,

დღეს დილით 89 წლის ასაკში გარდაიცვალა თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი კინოხელოვანი,
შვედი რეჟისორი ინგმარ ბერგმანი. ბერგმანის შემოქმედებითი კარიერა 60 წელს მოიცავს. განსაკუთრებით გაითქვა მან სახელი ისეთი ფილმებით, როგორებიცაა "მარწყვის მდელო", "მეშვიდე ბეჭედი", "შემოდგომის სონატა", "ფანი და ალექსანდერი", რომელმაც ოსკარი მოიპოვა საუკეთესო უცხოური ფილმისთვის. მისი ფილმების ყურადღების ცენტრშია მარტოობა და ცხოვრების საზრისის ძიება, რის გამოც მას მელანქოლიური და უსიხარულო კინოხელოვანის სახელი დაიმკვიდრა. სიცოცხლის ბოლოს მან საკუთარ ფილმებზე თქვა, რომ მათი ყურებისას თავადაც ეუფლება უბედურების განცდა. შვეციის პრემიერ-მინისტრმა ფრედრიკ რაინფელდმა პატივი მიაგო დიდ ხელოვანს და მის ნაღვაწს "უკვდავი" უწოდა.

XS
SM
MD
LG