Accessibility links

logo-print

ბელორუსიასა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები


ევროპის კავშირის საგარეო ურთიერთობების კომისარმა

ბენიტა ფერერო-ვალდნერმა გასულ კვირაში დაგმო ბელორუსიაში დემოკრატიული ოპოზიციის წევრების დაპატიმრება. მაგრამ ახლახან ევროკომისიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი არ შეწყვეტს მცდელობას, გააგრძელოს მინსკთან დიალოგი. ევროკომისარ ფერერო-ვალდნერის განცხადეაბაში ნათქვამია, რომ შეშფოთებულია უკანასკნელ ხანებში ბელორუსიაში ოპოზიციის წარმომადგენელთა დაპატიმრებით. განცხადებაში კერძოდ ნახსენები არიან პაველ სევიარინეცი და ალიაკსეი შეინი.
პარასკევს ეროკომისიის საგარეო ურთიერთობათა წარმომადგენელმა ქრისტიანე ჰომანმა ბრიუსელში განაცხადა, რომ დაპატიმრებები წინააღმდეგობაშია ბელოსუსიისადმი ევროკავშირის წინადადებასთან, მონაწილეობა მიიღოს მის სამეზობლო პოლიტიკაში:

[ჰომანის ხმა] "ეს პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებები ეწინააღმდეგება ევროკავშირის მიერ ბელორუსებისთვის გაკეთებულ შეთავაზებას, სრულ პარტნიორებად იქცნენ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში."

ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკაში მონაწილეობამ ბელორუსიას შეიძლება ათობით და, შესაძლოა, ასობით მილიონი ევროს დახმარება მოუტანოს. ამ პროგრამისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 12 მილიარდ ევროს შეადგენს 2013 წლამდე პერიოდში და მასში ევროკავშირის მეზობელი 17 ქვეყანა მონაწილეობს.
მაგრამ ევროკავშირის წინადადება გარკვეული პირობების შესრულებას, ბელორუსიაში დემოკრატიული რეფორმებისა და ადამიანის უფლებების დაცვას ითვალისწინებს.
იქვე ჰომანის აღნიშნა, რომ დაპატიმრებები გავლენას არ მოახდენს ევროკავშირის სწრაფვაზე, საკუთარი წარმომადგენლობა გახსნას მინსკში.
მისი თქმით, ევროკავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს დიალოგს ისეთ რეპრესიულ რეჟიმებთანაც კი, როგორიცაა ალექსანდრ ლუკეშენკოს მმართველობა:

[ჰომანის ხმა] "ჩვენის აზრით, ამან ზეგავლენა არ უნდა მოახდინოს მინსკში ევროკავშირის სრულფასოვანი წარმომადგენლობის შექმნის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებზე, რომელიც გაზაფხულზე დაიწყო. მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა, ის ზაფხულის შემდეგ გაგრძელდება, ვინაიდან, ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია მოვლენათა შუაგულში ყოფნა. არა მხოლოდ ინფორმაციის პირველწყაროდან მისაღებად, არამედ იმისთვისაც, რათა, როგორც მუდმივი პარტნიორი, დიალოგში ვიყოთ ბელორუსიის ხელისუფლებასთან."
როგორც ევროკავშირის წარმომადგენელმა განუცხადა ჩვენს რადიოს, მინსკში ევროპის კავშირის ოფისის გახსნის გაჭიანურება ტექნიკური მიზეზებითაა განპირობებული. ევროპის კავშირი არ არის დიპლომატიურ ურთიერთობებზე ვენის კონვენციის წევრი, ვინაიდან ის არ არის ქვეყანა. ამიტომ უფრო რთული პროცედურაა საჭირო მასპინძელ ქვეყანასთან ყველა სფეროში შესათანხმებლად.
მისი თქმით, ევროკავშირმა ოფისის გახსნის თხოვნით ბელორუსიას პირველად ორი წლის წინ მიმართა. საბოლოო თანხმობა მინსკმა 2007 წლის აპრილში განაცხადა.
XS
SM
MD
LG