Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ისრაელში ვიზიტით აგრძელებს ახლო აღმოსავლეთში ტურნეს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი ისრაელში ვიზიტით აგრძელებს ახლო აღმოსავლეთში ტურნეს.
დღეს მან იერუსალიმში მოლაპარაკება გამართა ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელ, ციპი ლივნისთან. დაგეგმილია ასევე რაისის შეხვედრები პრემიერ-მინისტრ ეჰუდ ოლმერტთან და პრეზიდენტ შიმონ პერესთან. დღესვე, უფრო ადრე, ჯედაში კონდოლიზა რაისისა და აშშ-ის თავდაცვის მინისტრ რობერტ გეიტსის ვიზიტის დროს გამართულ პრეს-კონფერენციაზე საუდის არაბეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საუდ ალ-ფაიზალმა გამოთქვა მზადყოფნა, მონაწილეობა მიიღოს ახლო ღმოსავლეთში მშვიდობის საკითხის მიძღვნილ კონფერენციაზე, რომლის გამართვის ინიციატივაც აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს ეკუთვნის.
XS
SM
MD
LG