Accessibility links

logo-print

ავღანეთის ღაზნის პროვინციაში, იმ ადგილის


ავღანეთის ღაზნის პროვინციაში, იმ ადგილის მახლობლად, სადაც თალიბებს, სავრაუდოდ, სამხრეთკორეელი მძევლები ჰყავთ დაკავებული, პოლიციელები განთავსდნენ.

ავღანეთის ღაზნის პროვინციაში, იმ ადგილის მახლობლად, სადაც თალიბებს, სავრაუდოდ, სამხრეთკორეელი მძევლები ჰყავთ დაკავებული, პოლიციელები განთავსდნენ.
ამის შესახებ ჩვენი რადიოს ავღანურ სამსახურთან სატელეფონო ინტერვიუში დღეს განაცხადა ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა ზემარი ბაშარიმ. მისივე თქმით, მძევლების გასანთავისუფლებლად რაიმე ოპერაცია არ წამოუწყიათ. დღესვე თალიბებმა განაცხადეს, რომ ცოცხალია მათს ხელში მყოფი 21 სამხრეთკორეელი მძევალი. ამ განცხადებამდე ამოიწურა ვადა, რომელიც თალიბებმა ავღანეთის მთავრობას მისცეს მოთხოვნით, რომ, მძევალთა განთავისუფლების სანაცვლოდ, მთავრობამ თავის მხრივ თალიბი პატიმრები გაანთავისუფლოს. თალიბებმა ღაზნის პროვინციაში 19 ივლისს აიყვანეს მძევლად ავღანეთში ჰუმანიტარული მისიით ჩასული 23 სამხრეთკორეელი ქრისტიანი, რომელთა უმრავლესობასაც ქალები შეადგენენ. უკვე მოკლულია ორი მძევალი მამაკაცი.
XS
SM
MD
LG