Accessibility links

logo-print

თალიბებმა მზადყოფნა გამოთქვეს, შეხვდნენ სამხრეთ


თალიბებმა მზადყოფნა გამოთქვეს, შეხვდნენ სამხრეთ კორეის წარმომადგენელებს,

თალიბებმა მზადყოფნა გამოთქვეს, შეხვდნენ სამხრეთ კორეის წარმომადგენელებს,
რათა მძევლების ბედზე იმსჯელონ. თუმცა, ქაბულში სამხრეთ კორეის საელჩო ამ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს. თალიბებმა სამხრეთკორეელი მისიონერების ჯგუფი 19 ივლისს აიყვანეს მძევლად. ორი მათგანი მოკლეს. გამტაცებლები დანარჩენების სიკვდილით დასჯითაც იმუქრებიან, თუ ავღანეთის ხელისუფლება ციხეებიდან არ გაათავისუფლებს მათ მომხრეებს. სამხრეთკორეელი დეპუტატების ჯგუფი დღეს ვაშინგტონში ჩავიდა, რათა დახმარება სთხოვოს შეერთებულ შტატებს. სამხრეთ კორეის მთავრობის წარმომადგენელმა უარყო ინფორმაცია, თითქოს მზადდებოდეს ძალისმიერი აქცია მძევალთა გასათავისუფლებლად.
XS
SM
MD
LG