Accessibility links

logo-print

რიშარ გალიანო თბილისში


ანი ლაღიძის და მისი საპროდიუსერო ფირმა

“tagiss arts”_იs მეცადინეობით, მაისის დასაწყისში თბილისში, უკვე მეორედ, არგენტინული ტანგოს ცნობილი ფრანგი შემსრულებელი რიშარ გალიანო ჩამოვიდა. საოპერო თეატრის დარბაზში მოსული მსმენელი მუსიკოსის ახალი პროექტის - “Piazzola forever” (“მუდამ პიაცოლა”) - უაღრესად საინტერესო კონცერტს დაესწრო.. Gგალიანოსა და მისი ინსტრუმენტული სეპტეტის ამჟამინდელი მსოფლიო გასტროლები გამოჩენილი არგენტინელი კომპოზიტორისა და ტანგოს შემსრულებლის ასტორ პიაცოლას ხსოვნას, მის 85 წლის იუბილეს, ეძღვნება. ჩვენი საოპერო თეატრის დარბაზი სულ ათასამდე მსმენელს იტევს. ცხადია, რომ საქართველოს მელომანების უმრავლესობა გალიანოს კონცერტზე ვერ მოხვდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე დღევანდელი გადაცემა ტანგოს ჟანრისთვის მიმეძღვნა. Aამბობენ, რომ ცეკვის ენა ეპოქის, დროის ენაა. მე-20 საუკუნის დასაწყისი ტანგოს ეპოქად მოინათლა. ჩემს ბავშვობაში, მაგალითად, არგენტინული ტანგო “შამპანურის შხეფები” თბილისში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. 21-ე საუკუნეში, ელექტრონული მუსიკის ეპოქაში, არგენტინული ტანგო თითქოსდა უგზო-უკვლოდ უნდა გამქრალიყო. Mმაგრამ მოხდა სრულიად საწინააღმდეგო: ტანგოს ამჟამად არა მარტო ბუენოს_აირესში, არამედ პარიზში, მილანში, ლონდონში, ნიუ_იორკში ცეკვავენ. ვნებიანი და, ერთი შეხედვით, უდარდელი ცეკვა, ესპანელი და იტალიელი იმიგრანტების წყალობით, 1880 წელს Bბუენოს_აირესის ჯურღმულებში დაიბადა. დანა ჯიბეში, თეთრი ცხვირსახოცი კისერზე, სიგარეტი ხელში _ ასეთი იყო იმდროინდელი იმიგრანტის კრებითი პორტრეტი. Aარადა, ტანგოს მელოდიები, სიმღერები ტანგოს რიტმში იმიგრანტთა მძიმე ხვედრს ეძღვნებოდა. Eეს ჟანრი იმჟამად ჰოლივუდმაც შეიყვარა, საცეკვაო დარბაზებიდან ტანგომ გალუქულ სადარბაზო ოთახებსა და რადიოსადგურების ეთერში გადაინაცვლა. გასული საუკუნის ორმოციან წლებში Aასტორ პიაცოლამ ააღორძინა ჟანრი, მას ახალი ჟღერადობა და შინაარსი მიანიჭა. Mმუსიკოსი 1921 წლის 11 მარტს არგენტინაში, მარ-დელ-პლატაში, დაიბადა. ბავშვობა მან ნიუ_იორკის ბრონქსში გაატარა. 1930 წლიდან ის აკორდეონზე დაკვრას კერძოდ სწავლობს, მოგვიანებით კი, ზოგიერთი ცნობით, თვით რახმანინოვის ხელმძღვანელობით, არანჟირების ხელოვნებას ეუფლება. ორმოცდაათიან წლებში პიაცოლამ თავისი “ტანგო Nნუევო” (“ახალი ტანგო”) შექმნა. ვნებიანმა ცეკვამ ახალი - ამჯერად ფილოსოფიური - ასპექტი შეიძინა, მას ტანგო_რეფლექსია შეიძლება ეწოდოს. რაც შეეხება მუსიკალურ ხერხებს, პიაცოლას ნაწარმოებებში, გარდა ბანდონიონისა (აკორდეონის მსგავსი ინსტრუმენტი), ვიოლინოებიც ჟღერს. ავტორი მიმართავს იმპროვიზაციას, ის ფართოდ იყენებს თანამედროვე მუსიკის ილეთებს _ მაგალითად, ვიოლინოს კორპუსსა და სიმებზე შემოკვრას. Pპიაცოლა საცეკვაო დარბაზიდან საკონცერტო დარბაზში ტანგოს გადატანაზე ოცნებობდა. “მე ყოველთვის მეჩვენებოდა, _ ამბობდა კომპოზიტორი, _ რომ ტანგო შეიქმნა უფრო ყურისთვის, ვიდრე ფეხებისთვის.”

M _ 2 _

მუსიკალური ჩანართი [უკრავს გალიანოს ანსამბლი]


Bბევრმა იმიგრანტმა ტრადიციული არგენტინული ტანგოს მსგავსი ტრანსფორმაცია პირად შეურაცხყოფად მიიღო. გამძვინვარებული რეტროგრადები პიაცოლასთან ანგარიშსწორებასაც კი ცდილობდნენ. Mმაგრამ კომპოზიტორის კრედო ურყევი იყო: “ჯაზის მსგავსად, ტანგოც მუდმივად უნდა იცვლებოდეს.” Mმარტო სიცოცხლის ბოლო 10 წლის მანძილზე ასტორ პიაცოლამ 300_ზე მეტი ტანგო და 50 კინომელოდია შექმნა. Gგარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მან დაწერა: “ამჟამად, როდესაც ჩემი ცხოვრება შეიცვალა და არგენტინაში ჩემს მიმართ დამოკიდებულება, ვფიქრობ, ძალიან კეთილია, არგენტინელები ამბობენ: “ასტორ პიაცოლა სახელგანთქმული, მაგრამ არაპოპულარული პიროვნებააო.” Aამგვარ შეფასებას ხელოვანისთვის გული არ დაუწყვეტია. Pპიაცოლა სიტყვას “ პოპულარობა” ვერ იტანდა, ისტორიაში ის, უბრალოდ, ვნებიანი და ფილოსოფიური “ტანგო ნუევოს” შემქმნელად დარჩა.

Mმუსიკალური ჩანართი [უკრავს გალიანოს ანსამბლი]



რიშარ გალიანო, სავსებით სამართლიანად, ასტორ პიაცოლას მოწაფედ და მემკვიდრედ ითვლება. 1983 წელს პიაცოლამ ნიჭიერიFფრანგი მუსიკოსი მიიწვია ჟორჟ ლაველის მიერ დადგმულ უილიამ შექსპირის პიესაში “ზაფხულის ღამის სიზმარი” ბანდეონზე სოლო აკომპანიმენტის შესასრულებლად. Aიმ მიპატიჟებამ სათავე დაუდო მათ შორის ხანგრძლივ მეგობრობას, რომელიც 1992 წლამდე, პიაცოლას გარდაცვალებამდე, გაგრძელდა. უშუალოდ პიაცოლას რჩევით, გალიანომ ახალი მუსიკალური ჟანრი, “ნიუ მიუზეტი”, შექმნა. ეს ჟანრი იტალიური მელოდიურობის, ფრანგული მახვილგონიერების, აფროამერიკული დრაივისა და ჯაზური იმპროვიზაციის შენადნობს წარმოადგენს. თბილისურ კონცერტზე სწორედ “ნიუ მიუზეტის” სტილში შესრულებულმა ნაწარმოებებმა გამოიწვია მსმენელის განსაკუთრებული აღტაცება.

Mმუსიკალური ჩანართი [უკრავს გალიანოს ანსამბლი]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG