Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში თალიბები ისევ იმუქრებიან სამხრეთკორეელი


ავღანეთში თალიბები ისევ იმუქრებიან სამხრეთკორეელი მძევლების დახოცვით.

ავღანეთში თალიბები ისევ იმუქრებიან სამხრეთკორეელი მძევლების დახოცვით.
მათ ორ კვირაზე მეტი ხნის წინ გაიტაცეს 23 სამხრეთკორეელი ქრისტიანი, რომლებიც ჰუმანიტარული მისიით ჩავიდნენ ავღანეთში. მათგან ორი სიცოცხლეს გამოასალმეს, ახლა კი თალიბები იმუქრებიან, რომ მეტს მოკლავენ. საინფორმაციო სააგენტო "ფრანს პრესის" ცნობით, თალიბანის პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ სამხრეთკორეელ და ავღანელ ოფიციალურ პირებთან კონტაქტები წინ ვეღარ მიიწევს, შედეგად - მძევლები ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოკლან. ამასთან, თალიბანი, პრეს-მდივნის განცხადებით, მზად არის გააგრძელოს მოლაპარაკება.
XS
SM
MD
LG