Accessibility links

logo-print

იმის დასამტკიცებლად, რომ საქართველოს საჰაერო


იმის დასამტკიცებლად, რომ საქართველოს საჰაერო სივრცე სწორედ რუსეთის სამხედრო ავიაციის კუთვნილმა

იმის დასამტკიცებლად, რომ საქართველოს საჰაერო სივრცე სწორედ რუსეთის სამხედრო ავიაციის კუთვნილმა
თვითმფრინავებმა გადაკვეთეს და წითელუბნის ტერიტორიაზე რაკეტაც სწორედ მათ ჩამოაგდეს, ქართული მხარე რადარით დაფიქსირებულ კადრებს იშველიებს. ასევე მის ხელთაა ჩამოგდებული რაკეტის ნაწილები. არსებობს მოწმეთა ჩვენებებიც. ინციდენტში მონაწილეობას უარყოფს რუსეთის მხარე. მომხდართან რუსეთის კავშირს გამორიცხავს რუსეთის ელჩი საქართველოში ვიაჩისლავ კოვალენკო, რომელიც 7 აგვისტოს, საქართველოში აკრედიტებული სხვა ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს საგარე საქმეთა სამინისტროში იყო დაბარებული. კოვალენკომ საგარეო უწყების შენობა 10 წუთში დატოვა და ასეთი კომენტარი გააკეთა:(კოვალენკოს ხმა) "ამას სრულებით გამოვრიცხავ... აბსოლუტურად... იმიტომ, რომ ეს არ შეიძლება ასე იყოს... საქართველოს სამსახურებმა შეიძლება ნებისმიერი ინფორმაცია ამტკიცონ... მე კი, როგორც ელჩი, ვამბობ, რომ ეს გამორიცხულია... მაჩვენეს რაღაც ფაქტები – დაბომბვის, რაღაც საჰაერო თავდასხმის... მაგრამ მე გამოვრიცხავ, რომ ეს რუსეთის გაკეთებული იყოს. იმიტომ, რომ ეს რუსეთის ინტერესებში არ შედის." საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევისა და რაკეტის ჩამოგდების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. პროცესში ჩართული არიან ეუთოს მეთვალყურეები და რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლები. კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე 6 აგვისტოს ინციდენტს რუსეთის მხრიდან განხორციელებულ აგრესიას უწოდებს: (ბაქრაძის ხმა) "ფაქტები ზუსტდება... არსებული მონაცემებით, რომლებიც ამ მომენტისთვის აგვაქვს, დასტურდება, რომ, ეს იყო რუსეთის საჰაერო სივრციდან შემოსული თვითმფრინავები. ასეთ ქმედებას ჰქვია ერთადერთი სახელი – ეს არის აგრესიული აქტი მეზობელი სახელმწიფოს წინააღმდეგ. იმის შემდეგ, რაც გვექნება საბოლოო ტექნიკური დადასტურება, რომ ეს იყო რუსეთის მხრიდან შემოსული თვითმფრინავები, ბუნებრივია, ამას მოჰყვება ჩვენი მხრიდან სათანადო პოლიტიკური რეაქცია."
XS
SM
MD
LG