Accessibility links

საქართველო დაიბომბა, რა უნდა გაკეთდეს ინცინდენტის თავიდან ასაცილებლად?


საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ უტყუარი მტიცებულელები გააჩნია, რომ 6 აგვისტოს საქართველოს

საჰაერო სივრცე რუსეთის ავიაციამ დაარღვია. ორშაბათ საღამოს საქართველოს ტერიტორიაზე ორი რუსული ბომბდამშენი შემოფრინდა, ხოლო ერთმა, საქართველოს მტკიცებით, სოფელ წითეულუბანში, თბილისიდან 65 კილომეტრში,- მართვადი რაკეტა ჩამოაგდო. დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია. რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცის დაბომბვა კვლავ კატეგორიულად უარჰყო.


თუმცა თბილისი დარწმუნებულია, რომ რუსეთს მოუწევს საკუთარი დანაშაულის აღიარება. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემს, რადიო “თავისუფლებასთან” საუბარში, ბათუ ქუთელიამ ჩამოთვალა ის უტყუარი მტკიცებულებები, რითაც საქართველოს “ცხელ კვალზე” შეუძლია დაადასტუროს, რომ 6 ივლისს მისი ტერიტორია სწორედ რუსულმა ავიაციამ დაბომბა.

[ბათუ ქუთელიას ხმა]

საქართველოს, საჰაერო სივრცის დარღვევასა და არამეგობრულ ქმედებებში, ჩრდილოეთ მეზობელი ადრეც არაერთხელ დაუდანაშაულებია. სულ ბოლოს, ასეთ ინცინდენტს ადგილი ჰქონდა ამა წლის 11 მარტს, ზემო აფხაზეთში. 5 თვის წინ კოდორის ხეობა ნახევარი საათის განმავლობაში იბომბებოდა ჰაერიდან და საარტილერიო დანადგარებიდან. თუმცა, ერთობლივმა საგამოძიებო ჯგუფმა, რომელიც გაეროს სამხედრო დამკვირვებლების, აგრეთვე რუსი, ქართველი და აფხაზი სპეციალისტებისაგან შედგებოდა, - “უტყუარი საბუთების” შეგროვება ვერ შეძლო და დასკვნას ძალზე დიპლომატიური გამოვიდა. თუმცა, 6 წლის წინ რუსეთს ერთხელ მოუხდა საკუთარი შეცდომის აღიარება, როდესაც საქართველოს საჰაეროს სივრცის მაკონტროლებელმა რადარებმა ზუსტად დააფიქსირეს საჰაერო საზღვრის დარღვევის ფაქტი. მაშინ, სამხედრო-საჰაერო ძალებს გადამდგარი გენერალი ამირან სალუქვაძე ხელმძღვანელობდა.

[ამირან სალუქვაძის ხმა]


ამასთან, თუკი წინა წლებში რუსეთის ავიაცია საზღვარს არღვევდა მაღალმთიან სასაზღვრო რეგიონში, რის დაფიქსირებაც ტექნიკურად ჭირდა, - ამჯერად სამხედრო თვითმფრინავები სქართველოს სიღმეში შემოიჭრა. 6 აგვისტოს საღამოს 19 საათზე, როდესაც ხილვადობა კარგი იყო, მართვადი რაკეტა, რომელიც ერთ ტონას იწონიდა, გორთან ახლოს სოფელ წითელუბანტან ჩამოვარა. რაკეტა საბედნიეროდ არ აფეთქდა და დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია. თუმცა, სიღმისეული (თბილისიდან 65 კილომეტრის დაშორებით), საჰაერო შემოჭრის შემდეგ, კვლავ წამოიჭრა შეკითხვა, თუ რამდენად საიმედეოდ არის დაცული საჰერო საზღვარი და რატომ ვერ მოხერხდა “დაუპატიჟებელი სტუმრების” მოგერიება? მით უფრო, რომ საქართველოს მოსახლეობას ახსოვს ქვეყნის პრეზიდენტის საკმაოდ მკვეთრი განცხადება მისი ერთ-ერთ ბოლო საანგარიშო მოხსენებიდან.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა]

საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ საჰაერო კონტროლის საერთაშორისო წესების თანახმად, საჭიროა აუცილებელი პროცედურების დაცვა, როდესაც ხდება საჰაერო საზღვრის ხელყოფა სამოქალაქო ავიაციის მიერ. მაგრამ თუ დადასტურდება, რომ საზღავრ არღვევს სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც ამასტანავე ახორციელებს თავდასხმას, - იგი უნდა განადგურდეს.

[ამირან სალუქვაძის ხმა]

გაზეთ “კვირის პალიტრის” სამხედრო მიმოხილველი ირაკლი ალადაშვილი ამბობს, რომ თანამედროვე რეაქტიული საფრენი აპარატები, რომლებიც საათში 800 კილომეტრი სიჩქარით მოძრაობენ, ქართულ მხარეს რეაგირების შანსს უსპობს. ამავე დროს ირაკლი ალადაშვილმა არ გამორიცხა, რომ რუსული თვითმფრინავები საქართველოს ტერიტორიაზე შეცდომით აღმოჩენილიყვნენ. საბრძოლო დავალების შესასრულებლად არ შემოფრენილენ.

[ირაკლი ალადაშვილის ხმა]

რუსეთის მხარემ უარჰყო სუვერენული საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ყოველგვარი შემთხვევა. ამის შესახებ რუსეთის სამხედრო საჰერო ძალების სარდლობსი წარმომადგენელმა ალექსანდრე დრობიშევსკიმ ოფიციალური განცხადება გააკეთა.

[ალექსანდრე დრობიშევსკის ხმა]

საჰაერო ინცინდენტის გამო 7 აგვისტოს, საქართველოს ხელიუსფლებამ დიპლომატიური ნოტა გაუგზავნა რუსეთს. თბილისი ასევე მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, მკაცრი შეფასება მიეცეს რუსეთის მხრიდან საჰაერო სივრცის მორიგი დარღვევის ფაქტს.
XS
SM
MD
LG