Accessibility links

logo-print

ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით


ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ნაპოვნია ტელეწამყვანის ანასტასია ნოვიკოვას გვამი.

ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ნაპოვნია ტელეწამყვანის ანასტასია ნოვიკოვას გვამი.
ჟურნალისტი 2004 წლიდან იძებნება. სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ მომხდართან შესაძლოა კავშირი ჰქონდეს პრეზიდენტის ყოფილ სიძეს რახატ ალიევს, რომელსაც პირადი ურთიერთობა ჰქონდა ნოვიკოვასთან. ტელევიზია, რომელშიც ჟურნალისტი მუშაობდა, ალმა-მედია ჯგუფში შედიოდა. ალიევი კი, ამ ჯგუფის თანამფლობელი იყო. რახატ ალიევი ამჟამად იძებნება ყაზახეთის ხელისუფლების მიერ. მას ადამიანის გატაცებაში, გაუპატიურებასა და ფულის გათეთრების ოპერაციებში ედება ბრალი. ყაზახეთის პრეზიდენტის ყოფილი სიძე ივნისში ავსტრიაში დააკავეს, თუმცა გირაოს წესით გაათავისუფლეს.
XS
SM
MD
LG