Accessibility links

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დე-ფაქტო


თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დე-ფაქტო პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას მოითხოვს.

თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დე-ფაქტო პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას მოითხოვს.
ამის შესახებ კოკოითიმ ცხინვალში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, აუცლებელია მხარეებს შორის გაფორმდეს მემორანდუმი ძალის გამოყენების შესახებ. მოგვიანებით საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში, დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ქართული მხარე ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან მოლაპარაკების გაგრძელებისთვის მზადაა, მაგრამ კოკოითის წინადადების მიღება და მასთან მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა მთელ რიგ პირობებზე იქნება დამოკიდებული. ბაქრაძის თქმით, მთავარია რეგიონში ვითარების ნორმალიზაცია და რეალური სამშვიდობო პროცესის დაწყება.
XS
SM
MD
LG