Accessibility links

logo-print

სირიაში მიმდინარეობს ორდღიანი კონფერენცია ერაყის


სირიაში მიმდინარეობს ორდღიანი კონფერენცია ერაყის უსაფრთხოების საკითხებზე.

სირიაში მიმდინარეობს ორდღიანი კონფერენცია ერაყის უსაფრთხოების საკითხებზე.
კონფერენციაში ერაყისა და სირიის გარდა მონაწილეობენ აშშ-ის, ირანის, იორდანიის, თურქეთისა და ბრიტანეთის წარმომადგენლები. მაგრამ არ მონაწილეობს საუდის არაბეთი, რის გამოც კონფერენციის ეფექტიანობა ეჭვს იწვევს. დღეს ერაყის წარმომადგენელმა ქვეყნის მეზობლებს მოუწოდა მხარდაჭერისაკენ უსაფრთხოების მხრივ ვითარების გაუარესებასთან დაკავშირებით. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივან ტომ კეისის განცხადებით, სირიის კონფერენციაში აშშ-ის წარმომადგენლები დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობენ, თუმცა აქვთ კომენტირების უფლება.
XS
SM
MD
LG