Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანისა და ყაზახეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიებმა


აზერბაიჯანისა და ყაზახეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს

აზერბაიჯანისა და ყაზახეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს
ტრანსკასპიური ნავთობპროექტის ერთად განხორციელების შესახებ. პროექტი მოიცავს ნავთობტერმინალებს აზერბაიჯანში და ამ ტერმინალების ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენთან დამაკავშირებელ ობიექტებს. კომპანიებმა "ყაზმუნაიგაზმა" და "სოკარმა" გააფორმეს ასევე დოკუმენტი ნავთობისა და გაზის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ, რაც ითვალისწინებს "სოკარის" ინფრასტრუქტურით ერთად სარგებლობას. ორივე დოკუმენტს ხელი მოაწერეს ასტანაში ყაზახეთში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ვიზიტის დროს.
XS
SM
MD
LG