Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის სამხედრო წარმომადგენლების განცხადებით


პაკისტანის სამხედრო წარმომადგენლების განცხადებით,

პაკისტანის სამხედრო წარმომადგენლების განცხადებით,
ავღანეთთან ახლოს მდებარე რეგიონში განხორციელებული ოპერაციისას, სულ ცოტა, 12 ექსტრემისტი მოკლეს. სამხედროების თქმით, ოპერაცია სამშაბათს მოეწყო ქალაქ მირანშაჰიდან 20-მდე კილომეტრში. საინფორმაციო სააგენტო "ფრანს პრესი" სამხედროების პრეს-მდივნისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ მოკლულებს შორის არაბები, ტაჯიკები, ჩეჩნებიც იყვნენ. ეს ინფორმაცია სხვა წყაროებს არ დაუდასტურებიათ.
XS
SM
MD
LG