Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დენიელ


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დენიელ ფრიდი ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში წითელუბნის ინციდენტსაც შეეხო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე დენიელ ფრიდი ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში წითელუბნის ინციდენტსაც შეეხო
და განაცხადა, რომ აშშ გმობს საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულ იერიშს. როგორც ფრიდმა ჩვენი რადიოს აზერბაიჯანულ სამსახურთან ინტერვიუში აღნიშნა: [დენიელ ფრიდის ხმა] "უაღრესად შეშფოთებული ვართ. დავგმეთ კიდეც ეს იერიში. ჩვენ მჭიდრო კავშირი გვაქვს საქართველოს მთავრობასთან, რომელმაც წარმოგვიდგინა მის ხელთ არსებული სამხილი. ეს მტკიცებულებები გვიჩვენებს, რომ საქმე გვაქვს შემოფრენასთან, საჰაერო სივრცეში შემოჭრასთან. ამავე დროს, ჩვენ მოვუწოდებთ როგორც საქართველოს, ისე რუსეთს, განაგრძონ თანამშრომლობა სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების მიზნით." რაც შეეხება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომ საქართველოს ტერიტორიის დაბომბვა შესაძლოა, თვით საქართველოსვე ქმედების შედეგი ყოფილიყო, დენიელ ფრიდმა აღნიშნა: [დენიელ ფრიდის ხმა] "ყურადღებით მივადევნებთ თვალს მოვლენების განვითარებას და მიღებულ ინფორმაციასაც შევისწავლით. ჩემს ხელთ არსებული მასალები არ გვაძლევს სრულიად არავითარ საფუძველს ვამტკიცოთ, რომ ეს ქართველების მოწყობილი პროვოკაციაა. ამაზე საუბარი, როგორც ჩანს, საერთოდ უადგილოა. პრობლემა ნამდვილად არის, მაგრამ არა ქართველების შექმნილი."
XS
SM
MD
LG