Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტის განცხადებით, ავღანეთსა და


ავღანეთის პრეზიდენტის განცხადებით, ავღანეთსა და პაკისტანს შეუძლიათ ალ-ყაიდისა და თალიბანის დამარცხება,

ავღანეთის პრეზიდენტის განცხადებით, ავღანეთსა და პაკისტანს შეუძლიათ ალ-ყაიდისა და თალიბანის დამარცხება,
თუ ერთმანეთთან ითანამშრომლებენ. ამ შინაარსის განცხადებით კარზაი გამოვიდა ქაბულში შეკრებილების - ავღანეთ-პაკისტანის სასაზღვრო რეგიონების 700-მდე წარმომადგენლის წინაშე გამოსვლისას. [კარზაის ხმა] “თუ პრობლემა ავღანეთის მხარის მოქმედებაა და მან რამე არასწორად გააკეთა, ავღანეთი ასეთ ფაქტს აღიარებს და შეეცდება მის მოგვარებას. თუ პრობლემა პაკისტანის მხარეზეა, ვიმედოვნებთ, რომ იქ მიაგნებენ გამოსავალს. თუ პრობლემა ტომებს შორის არის, ტომებივე შეეცდებიან მიაგნონ საკითხის მოგვარების გზებს”. 3-დღიან შეკრებაში, რომელსაც "ერთობლივ სამშვიდობო ჯირგას" უწოდებენ, მონაწილეობენ როგორც პაკისტანის ისე ავღანეთის წარმომადგენლები. ისინი განიხილავენ გაერთიანებული ძალებით თალიბანისა და "ალ ყაიდის" წინააღმდეგ ბრძოლის გზებს.
XS
SM
MD
LG