Accessibility links

იაპონიის ქალაქ ნაგასაკიში აღნიშნეს ატომური


იაპონიის ქალაქ ნაგასაკიში აღნიშნეს ატომური ბომბის აფეთქების 62-ე წლისთავი.

იაპონიის ქალაქ ნაგასაკიში აღნიშნეს ატომური ბომბის აფეთქების 62-ე წლისთავი.
ატომური ბომბის გამოყენება მეორე მსოფლიო ომის მიწურულს აშშ-ის გადაწყვეტილება იყო ომისთვის ბოლოს მოღების დაჩქარების მიზნით. ადგილობრივი დროით 11:02 საათზე (თბილისის დროით დილის 6:02 საათზე) ათასობით ადამიანმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო აფეთქების მსხვერპლთა ხსოვნას. ცერემონიაში მონაწილეობდა იაპონიის პრემიერ-მინისტრი შინზო აბეც: [აბეს ხმა] “იაპონია გაუძღვება ძალისხმევას იმის მისაღწევად, რომ ნაგასაკი იყოს დედამიწაზე უკანასკნელი ადგილი, რომელიც ატომური ბომბის აფეთქებით დაიტანჯა. ასეთი საზარელი კატასტროფა აღარასოდეს უნდა განმეორდეს”. ატომური ბომბის აფეთქებამ ნაგასაკიში 70 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
XS
SM
MD
LG