Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა ირანს მსოფლიო უსაფრთხოებისთვის


აშშ-ის პრეზიდენტმა ირანს მსოფლიო უსაფრთხოებისთვის “ძალიან საშიში” ქვეყანა უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტმა ირანს მსოფლიო უსაფრთხოებისთვის “ძალიან საშიში” ქვეყანა უწოდა
და ერაყის შიიტი პრემიერ-მინისტრი ნური ალ-მალიკი გააფრთხილა, ნუ შეასრულებს “არაკონსტრუქციულ როლს” ირანის საკითხში. ბუშმა ამ შინაარსის განცხადება დღეს ვაშინგტონში გამართულ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა. ბუშის ამ გამოსვლამდე ალ-მალიკიმ, ირანში ვიზიტთან დაკავშირებით, მადლობა გადაუხადა ირანს ერაყში “პოზიტიური და კონსტრუქციული” როლის შესრულებისთვის. როგორც ბუშმა განაცხადა, აშშ-ის შეფასებით, თეირანი საშიშია, რადგან ცდილობს ატომური იარაღის შექმნას და გამოდის ისრაელის განადგურებისაკენ მოწოდებით.
XS
SM
MD
LG