Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალური შტაბის


რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალური შტაბის უფროსმა უარყო საქართველოს ბრალდება,

რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალური შტაბის უფროსმა უარყო საქართველოს ბრალდება,
მისი ტერიტორიის რუსეთის თვითმფრინავების მიერ დაბომბვის შესახებ. როგორც იგორ ხვოროვმა ხუთშაბათს მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა: [ხვოროვის ხმა] “გეგმიური ფრენები არ შეგვისრულებია და არც დაგვიგეგმია, ამიტომ იმაზე ლაპარაკი, რაც არ მომხდარა, ძალიან ძნელია. ჩვენ საკმარისი პოლიგონი გვაქვს საკუთარ ტერიტორიაზე, სადაც ვმუშაობთ. ამიტომ მინდა ვთქვა, რომ ფრენები არ ყოფილა, დანარჩენი კი, როგორც ჩანს, პოლიტიკური მიმონაგონია”. დღესვე რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალმა იური ბალუევსკიმ "პროვოკაცია" უწოდა საქართველოს ტერიტორიის დაბომბვაში რუსეთის დადანაშაულებას. როგორც ბალუევსკიმ განაცხადა, თბილისი ნერვიულობს, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაკარგვა არ მოჰყვეს და ამიტომ ნებისმიერი ხერხით ცდილობს სამშვიდობო მოლაპარაკების ჩიხში შეყვანას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კი დაგმო 6 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიის დამბობვის ფაქტი და მოითხოვა ინციდენტის მიზეზების სასწრაფო გამოძიება. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა შონ მაკკორმაკმა ვაშინგტონში ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: [მაკკორმაკის ხმა] “რუსეთის მთავრობას წარსულშიც აქვს განხორციელებული რამდენიმე საჰაერო რეიდი, რომელთაც საქართველოს ტერიტორიაზე ბომბების ჩამოგდება ან სროლა მოჰყვა. და ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხებს - ამის შესახებ ვესაუბრებით საქართველოს ხელისუფლებას, ამის შესახებ ვესაუბრებით რუსეთის ხელისუფლებას” .
XS
SM
MD
LG