Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანის პრესმდივნის ყარი აჰმადის იფორმაციით


თალიბანის პრესმდივნის ყარი აჰმადის იფორმაციით, დაჯგუფებამ "კეთილი ნების ნიშნად" უკვე გაათავისუფლა

თალიბანის პრესმდივნის ყარი აჰმადის იფორმაციით, დაჯგუფებამ "კეთილი ნების ნიშნად" უკვე გაათავისუფლა
სამხრეთ კორეელი 2 მძევალი ქალი, რომლებიც ავად არიან. თუმცა ავღანეთის ხელისუფლება საქმის კურსში არ არის. ცნობას ვერც სამხრეთ კორეის ხელისუფლება ადასტურებს.
მანამდე გავრცელდა თალიბანის ინფორმაცია, რომ სამხრეთ კორეის დიპლომატებთან მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და დაჯგუფება მოელის შეთანხმების მიღწევას, რომლის შემდეგაც ის სამხრეთ კორეელ 21 მძევალს გაათავისუფლებს. თალიბები, რომლებმაც უკვე მოკლეს 2 მძევალი, გატაცებული სამხრეთ კორეელების სანაცვლოდ, ავღანეთის მთავრობისგან კვლავაც მოითხოვენ დაჯგუფების მოკავშირე პატიმრების გათავისუფლებას. ავღანეთის მთავრობა თალიბანის ამ მოთხოვნას უარყოფს. თალიბებმა სამხრეთ კორეელი 23 მისიონერი 19 ივლისს გაიტაცეს.
XS
SM
MD
LG