Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანადა არქტიკაში 2 ახალი სამხედრო


კანადა არქტიკაში 2 ახალი სამხედრო ობიექტის აშენებას გეგმავს. აიგება წყალღრმა პორტი და კანადის სამხედრო

კანადა არქტიკაში 2 ახალი სამხედრო ობიექტის აშენებას გეგმავს. აიგება წყალღრმა პორტი და კანადის სამხედრო
პერსონალის საწვრთნელი ცენტრი. ასეთი განცხადება 10 აგვისტოს გააკეთა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სტეფან ჰარპერმა, რომელმაც კანადის უკიდურესი ჩრდილოეთი ნაწილი მოინახულა. მისი ვიზიტი და განცხადება ერთი კვირის შემდეგ მოჰყვა რუსეთის ექსპედიციას არქტიკაში, რომლის დროსაც ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის ფსკერზე რუსეთის დროშა დამონტაჟდა. საერთაშორისო კანონმდებლობის თანახმად, ჩრდილოეთის პოლუსი და ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე არცერთ ქვეყანას არ ეკუთვნის.
XS
SM
MD
LG