Accessibility links

logo-print

ამერიკელი ასტრონავტები, რომელთა კოსმოსური ხომალდი


ამერიკელი ასტრონავტები, რომელთა კოსმოსური ხომალდი "ინდევორი" პარასკევს მიუერთდა საერთაშორისო

ამერიკელი ასტრონავტები, რომელთა კოსმოსური ხომალდი "ინდევორი" პარასკევს მიუერთდა საერთაშორისო
კოსმოსურ სადგურს, ღია კოსმოსში გავიდნენ. ორმა ასტრონავტმა დაამონტაჟა მზის ელემენტების ახალი სექცია, რომელიც კოსმოსური სადგურის ელექტროენერგიით მომარაგებას გააუმჯობესებს. მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ "ინდევორის" კორპუსზე აღმოჩენილია ბზარი. ამერიკის კოსმოსური სააგენტოს (ნასას) ინფორმაციით, კორპუსის თერმოიზოლაციურ საფარზე არსებული ბზარი 19 კვადრატულ სანტიმეტრს მოიცავს. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ხომალდის კორპუსი სტარტის დროს, გასულ ოთხშაბათს დაზიანდა. "ინდევორის" 11-წევრიანი ეკიპაჟის მისია 11-დღიანია. ძირითადი სამუშაოს გარდა, ასტრონავტებს დაზიანებული კორპუსის შეკეთებაც მოუწევთ.
XS
SM
MD
LG