Accessibility links

logo-print

აშშ-ის, ევროკავშირისა და რუსეთის წარმომადგენლებმა


აშშ-ის, ევროკავშირისა და რუსეთის წარმომადგენლებმა კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში მოლაპარაკებები გამართეს

აშშ-ის, ევროკავშირისა და რუსეთის წარმომადგენლებმა კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში მოლაპარაკებები გამართეს
კოსოვოელი ალბანელების ლიდერებთან, კოსოვოს სამომავლო სტატუსთან დაკავშირებით. ლიდერები აცხადებენ, რომ ისინი კოსოვოს დამოუკიდებლობას 2007 წლის ბოლოსთვის მოელიან. პრემიერ-მინისტრის ოფისმა გაავრცელა განცხადება, რომ კოსოვოს სტატუსი განსახილველი საკითხი არ არის. სწორედ ასეთი პასუხი მიიღეს დღეს კოსოვოს პრემიერ-მინისტრისგან საკონტაქტო ჯგუფის წევრებმა. 10 აგვისტოს საკონტაქტო ჯგუფმა შეხვედრები გამართა ბელგრადში, სერბიის პრეზიდენტთან ბორის ტადიჩთან და პრემიერ-მინისტრთან ვოისლავ კოშტუნიცასთან. სერბიის ლიდერების პოზიცია უცვლელია – ისინი კოსოვოს დამოუკიდებლობას ეწინააღმდეგებიან და პროვინციას მხოლოდ ფართო ავტონომიას სთავაზობენ. საკონტაქტო ჯგუფს ორივე მხარისთვის მისაღები გადაწყვეტილების შესამუშავებლად 120 დღე აქვს. მოლაპარაკებების პროცესი 10 აგვისტოს დაიწყო.
XS
SM
MD
LG