Accessibility links

logo-print

რუსეთის ქალაქებში დღეს არაერთი სამგლოვიარო


რუსეთის ქალაქებში დღეს არაერთი სამგლოვიარო ღონისძიება მიეძღვნა ატომური წყალქვეშა ნავის "კურსკის"

რუსეთის ქალაქებში დღეს არაერთი სამგლოვიარო ღონისძიება მიეძღვნა ატომური წყალქვეშა ნავის "კურსკის"
მეზღვაურების ხსოვნას. "კურსკმა" კატასტროფა ზუსტად 7 წლის წინათ, 2000 წლის 12 აგვისტოს განიცადა ბარენცის ზღვაში, წვრთნის პროცესის ფარგლებში დაგეგმილი გასვლისას. მისი ჩაძირვა ბორტზე მომხდარმა აფეთქებამ გამოიწვია. კატასტროფამ 118 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. დაღუპულთა ნათესავების ადვოკატი, ბორის კუზნეცოვი, კვლავაც ცდილობს სასამართლოს ძალით უარყოს ექსპერტთა დასკვნა, რომ სამაშველო ოპერაციის დაწყებისას ცოცხალი აღარ იყო აღარცერთი მეზღვაური.
XS
SM
MD
LG