Accessibility links

logo-print

ქაბულში მუშაობა დაასრულა ავღანეთისა და


ქაბულში მუშაობა დაასრულა ავღანეთისა და პაკისტანის უხუცესთა კონფერენციამ, რომელიც

ქაბულში მუშაობა დაასრულა ავღანეთისა და პაკისტანის უხუცესთა კონფერენციამ, რომელიც
მიძღვნილი იყო ტერორიზმთან ბრძოლის პრობლემებისადმი. დელეგატებმა მიიღეს ერთობლივი რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ორ ქვეყანას - სასტიკი ბრძოლა გამოუცხადოს ტერორიზმს და ნარკობიზნესს, რომლის შემოსავლებიც ხშირად სწორედ ტერორიზმს ასაზრდოვებს. უხუცესთა წინაშე წარსდგა პაკისტანის პრეზიდენტი პერვეზ მუშარაფი, რომელმაც მოუწოდა პაკისტანსა და ავღანეთს შეწყვიტონ ქიშპობა და ერთიანი ძალებით დაუპირისპირდნენ მეამბოხეებს. გადაწყდა 50-კაციანი, ერთობლივი საბჭოს შექმნა, რომელიც ოპოზიციასთან "სამშვიდობო დიალოგის წარმართვისა და შეთანხმების მიღწევის" პროცესს უხელმძღვანელებს.
XS
SM
MD
LG