Accessibility links

logo-print

ავჭალის არასრულწლოვანთა კოლონიაში


ავჭალის არასრულწლოვანთა კოლონიაში

ავჭალის არასრულწლოვანთა კოლონიაში
წუხელ დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ ინფორმაციას საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ავცრელებს. იუწყებიან ასევე, რომ არასრულწლოვანთა კოლონიაში მდგომარეობა განმუხტულია. კოლონიის ადმინისტრაცია და იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტი აკონტროლებენ ვითარებას, თუმცა, ბადრაგი გაძლიერებულია. არეულობა კოლონიაში 13 აგვისტოს გვიან ღამით დაიწყო. არასრულწლოვან პატიმართა შელაპარაკება მასობრივ ჩხუბში გადაიზარდა. საინფორმაციო სააგენტოების ცონბით, მათ გასაშველებლად ბადრაგი მივიდა, რომელთაც პატიმრებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ბუნტის პროვოცირება სცადეს. კოლონიაში სპეციალური დანიშნულების რაზმის მისვლის შემდეგ არასრულწლოვნებმა ბუნტი შეწყვიტეს. იუსტიციის სამინისტროს წარმომადგელებმა დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ ექიმებმა დახმარება აღმოუჩინეს.
XS
SM
MD
LG