Accessibility links

logo-print

კოსოვოში ნატოს სარდლის ვარაუდით, სერბიის


კოსოვოში ნატოს სარდლის ვარაუდით, სერბიის ამ პროვინციაში შესაძლოა ძალადობა განახლდეს,

კოსოვოში ნატოს სარდლის ვარაუდით, სერბიის ამ პროვინციაში შესაძლოა ძალადობა განახლდეს,
თუ მალე არ გაირკვა მისი სტატუსი. საინფორმაციო სააგენტო "ასოშიეიტიდ პრესთან" ინტერვიუში გერმანელმა გენერალ-ლეიტენანტმა როლანდ კათერმა განაცხადა, რომ მოთმინება უსასრულო არ არის კოსოვოსში და ამ პროვინციის სტატუსზე მოლაპარაკებების მონაწილეებს მალე მართებთ გადაწყვეტილების მიღება. გასულ კვირაში აშშ-ის, ევროკავშირისა და რუსეთის წარმომადგენლებმა დაიწყეს მოლაპარაკების ახალი რაუნდი კოსოვოს სტატუსზე. კოსოვო სერბიისაგან სრულ დამოუკიდებლობას მოითხოვს, სერბია წინააღმდეგია და ფართო ავტონომიას სთავაზობს კოსოვოს.
XS
SM
MD
LG