Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში თალიბანის ტყვეობიდან განთავისუფლებული ორი


ავღანეთში თალიბანის ტყვეობიდან განთავისუფლებული ორი სამხრეთ კორეელი ქალი თავს კარგად გრძნობს

ავღანეთში თალიბანის ტყვეობიდან განთავისუფლებული ორი სამხრეთ კორეელი ქალი თავს კარგად გრძნობს
და, როგორც იუწყებიან, სამედიცინო შემოწმებას გადის ავღანეთშივე. ქაბულში სამხრეთ კორეის საელჩოს ინფორმაციით, ორივე "ძალიან მალე" დაბრუნდება სეულში. ორი ქალი იყო 23 სამხრეთკორეელ ქრისტიანს შორის, რომლებიც ავღანეთში ჰუმანიტარული მისიით ჩასვლის შემდეგ, 19 ივლისს, თალიბანის ტყვეობაში ჩავარდნენ. გამტაცებლებმა ორი სამხრეთკორეელი მძევალი მამაკაცი სიცოცხლეს გამოასალმეს. როგორც იუწყებიან, თალიბანი და სამხრეთკორეელი დიპლომატები განაგრძობენ მოლაპარაკებას დარჩენილი 19 მძევლის ბედზე.
XS
SM
MD
LG